ბელორუსმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრიდან მედესანტეები გაიყვანა. ამის შესახებ უკრაინული მედია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
„ბრესტის 38-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მედესანტეები უკრაინის საზღვრიდან მუდმივი დისლოკაციის პუნქტში მას შემდეგ დაბრუნდნენ რაც ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთების გამაგრების დავალება წარმატებით შეასრულეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობილია, რომ ბრესტის მედესანტეებმა სამი კვირა გაატარეს უკრაინის საზღვართან. ბელარუსის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მათ საზღვრის დაცვის გაძლიერება ჰქონდათ დავალებული. უკრაინული მხარე კი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მედესანტეები ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდნენ.
ასევე წაიკითხეთ
ლუკაშენკo: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება
დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს
პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა
ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს